Facebook-ი რონალდოს რეალითი შოუში ეპატიჟება

Facebook-მა შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს მონაწილეობით რეალითი შოუ წამოიწყოს.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირად ღირებული სპორტსმენის მონაწილეობით რეალითი შოუს გადაღება 13 ეპიზოდად იგეგმება და ის კომპანიას 10 მილიონი დაუჯდება.

როგორც გამოცემა Variety წერს, სოციალურ ქსელსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები რელითი შოუს დაწყებაზე სტრიმინგ ქსელში Facebook Watch საწყის ეტაპზეა, თუმცა კომპანია უკვე მზადაა რონალდოს მასში მონაწილეობისთვის 10 მილიონი გადაუხადოს.

როგორც მაისში გახდა ცნობილი, კრიშტიანო რონალდო აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა სერიალისა, რომელიც ქალთა ფეხბურთის თემას ეძღვნება. პროექტს პოლ ლის სტუდია Facebook-ის დაკვეთით იღებს. სერიალი ერთ-ერთ ნიუ-იორკულ ქალთა ფეხბურთის კლუბს ეხება.

კოკა კვირკველია