შტატ კალიფორნიის ქალაქ სანფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომელიც გერმანულ ავტოკონცერნ Volkswagen-ს ე.წ. დიზელგეიტის სკანდალთან დაკავშირებით 10 მილიარდის ოდენობით ჯარიმის გადახდას ავალდებულებს.
2016 წელს ავტოკონცერნმა ამერიკის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად მან აიღო ვალდებულება დახარჯოს 10 მილიარდის ოდენობის თანხა ან დაზიანებული ავტომობილების შეკეთებისთვის ან დაახლოებით 475 ათასი ავტომობილის უკან გამოისყიდოს.
სწორედ ამ ავტომობილებში იყო დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამონაბოლქვის რეალურ მონაცემებს აყალბებდა. შეთანხმებას სან ფრანცისკოს ფედერალურმა საოლქო სასამართლომ მხარი დაუჭირა. აღნიშნული კი სხვადასხვა ფიზიკურმა პირებმა და კომპანიებმა გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ, სასამართლომ საქმის გადახედვაზე უარი განაცხადა.
კოკა კვირკველია