იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა აღიარა მისი თანამშრომლების მხრიდან მონაცემთა გაყალბება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საწარმოებში რამდენიმე ასეულ ავტომობილზე.კომპანიის შიდა შემოწმების შედეგად გამოვლინდა ფალსიფიცირების ფაქტები ხუთ საწარმოში. საუბარია 900 მსუბუქ ავტომობილზე, რომლებიც იაპონიაში გაიყიდა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომპანიის თანამშრომლები მონაცემთა გაყალბებას ავტომობილების ეკონომიურობისა და გამონაბოლქვის მონაცემთა გაზომვის მიზნით იყენებდნენ ავტომობილების ფინალური შემოწმების დროს.
ცნობისათვის, ეს უკვე მეორე სკანდალია ბოლო ერთ წელიწადში, რომელიც კომპანიას უკავშირდება. 2017 წლის სექტემბერში Nissan-მა აღიარა უსაფრთხოების ზომების უგულველყოფა მის იაპონიაში წარმოებულ ავტომობილებზე. შედეგად კი, კომპანიას მოუწია პრაქტიკულად ყველა ავტომობილის უკან გამოწვევა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში იაპონიაში გაყიდა. მათმა საერთო რაოდენობამ კი 1,2 მილიონი შეადგინა.
კოკა კვირკველია