მას შემდეგ, რაც ძველმა ეგვიპტელებმა პაპირუსი საწერად გამოიყენეს, ადამიანებს მოეწონათ წერის პროცესი და საკუთარი ფიქრების გადმოსაცემად უკეთესი საშუალებების მოძებნა დაიწყეს.ძიება ძალიან დიდხანს გაგრძელდა, სანამ მეცხრამეტე საუკუნეში ბურთულიანი საწერი კალამი არ შეიქმნა. კალმის გამოგონებამ რადიკალურად შეცვალა ადამიანების წერის პერსპექტივები და ის პოპულარობას არ კარგავს არც დღეს – ტექნოლოგიების ეპოქაში.
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კალამი საუკეთესო საჩუქარია და ამის მრავალი მიზეზიც არსებობს. ბევრად უფრო საინტერესოა ის მოვლენები, რომლის დროსაც ამ ნივთის ჩუქება რეკომენდირებულია, მეტიც საუკეთესო ვარიანტიც შეიძლება იყოს:
სკოლის ან უნივერსიტეტის დამთავრება
საქართველოში ამ ღონისძიების აღსანიშნავად ხალხი ერთმანეთს ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებს, მათ შორის იდეალურია კალმის იდეის განხილვაც. ეს ნივთი ყველაზე გამოსაყენებელია მომავალში, გარდა ამისა მიუთითებს კარიერული ცხოვრების ოპტიმისტურ ხედვებზე და კლასიკურ ეფექტსაც ქმნის.
საჩუქარი ბოსისთვის
ადამიანები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაზე ფიქრში, თუ როგორი საჩუქარი შეურჩიონ ბოსს, ისე, რომ არც ხაზს გადასცდნენ და არც ძალიან ხელმომჭირნეს შთაბეჭდილება დატოვონ. ამ შემთხვევაში კალამი იდეალური ვარიანტია, რომელიც ადრესატს აუცილებლად მოხიბლავს და გარდა ამისა, ხაზს გაუსვამს თქვენს დახვეწილ გემოვნებას.
ქორწილი ან ნიშნობა
კალამი ქორწინების საუკეთესო საჩუქრად ამერიკაში ჯერ კიდევ წინა საუკუნეში აღიარეს. საქორწინო დოკუმენტზე სპეციალური კალმით ხელის მოწერა ნივთს განსაკუთრებულს ხდის და სამუდამო რელიკვიად აქცევს. მას გამორჩეული მოგონებები დაუკავშირდება წყვილის ცხოვრებიდან და შესაძლოა თაობიდან თაობასაც გადაეცეს.
საჩუქარი მწერალს ან პოეტს
კალამი არ უკავშირდება მხოლოდ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებს, ის შემოქმედი ხალხის მთავარი ინსტრუმენტიცაა. შესაბამისად, ძალიან კარგ ტონად ითვლება მწერალი ან პოეტი მეგობრებისა თუ ახლობლებისთვის ძვირფასი და გამორჩეული კალმის ჩუქება, რომელიც მათ შესაძლოა წერის პროცესშიც კი გამოიყენონ.
საქართველოში საკმაოდ რთულია ძვირფასი სამახსოვრო კალმის შერჩევა, რომელიც საუკეთესო საჩუქარი იქნება, თუმცა არის რამდენიმე ადგილი, სადაც მათი ყიდვა შესაძლებელია. კომპანია "ბიბლუსს’’ აქვს გამორჩეული ხაზი LUPEN, რომელიც მრავალ ძვირადღირებულ ბრენდს აერთიანებს. სახელი LUPEN იშიფრება, როგორც Luxury Pen (მდიდრული კალამი), თუმცა აქ კალმების გარდა შეგიძლიათ შეიძინოთ ბლოკნოტები, ორგანაიზერები და კალმის გულები. ნივთები ძირითადად გერმანიიდან, აშშ–დან, კანადიდან და საფრანგეთიდანაა, რაც ხაზს უსვამს მათ განსაკუთრებულ ხარისხს. კალმები დახვეწილია და უდიდესი გემოვნებითაა შექმნილი, შესაბამისად, იდეალურ საჩუქარს წარმოადგენს. გარდა საჩუქრისა, თავის განებივრების გადასარევი საშუალებაცაა, რადგან LUPEN-ში შეგიძლია აარჩიოთ ქარხნული თუ ხელნაკეთი კალმები საკუთარი თავისთვისაც, რაც ყველასგან გამორჩეულად გაქცევთ.
თავად მაღაზია თბილისში",ბიბლუსი გალერეებში’’ მდებარეობს (ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7), ბათუმში, აბაშიძის 52–ში. Lupen-ის პროდუქციის შეძენა აგრეთვე ონლაინ არის შესაძლებელი, სახლიდან გაუსვლელად Biblusi.ge-ზე.