საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას “კავკასუსკრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმა.როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის 6 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული, დაიწყო „კავკასუსკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესი და დაინიშნა ლიკვიდატორი.
„გაუუქმდეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კავკასუსკრედიტის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს – ედიშერ ჩოკორაია“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
შენიშვნა: მასალის წინამდებარე ვარიანტში ლოგო არასწორად იყო გამოყენებული. თუმცა, აღნიშნული ხარვეზი რედაქციის მხრიდან უკვე გამოსწორდა.