თუ ფიქრობთ, რომ საკუთარი ბიზნესი არასდროს გექნებათ, რადგან საკმარისი ფული არ გაქვთ, ან ცოდნა და თავდაჯერებულობა, ცდებით, რადგან ჩვენ ახლა იმ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.
„ბიზნესის წარმოება დღეს ყველას შეუძლია. ამისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი ამჟამად ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ათასობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების გამოყენება სულ რამდენიმე დოლარად ან სულაც უფასოდაა შესაძლებელი. დღეს ერთი თანამშრომელი სულ ადვილად უმკლავდება ორი, სამი და ზოგჯერ მთელი განყოფილების სამუშაოსაც კი. ის, რაც ადრე ძალზე რთული გასაკეთებელი იყო, ახლა ძალიან იოლია“, - „აღნიშნულია წიგნში REWORK - ბიზნესი ცრურწმენების გარეშე“ .
წიგნში ავტორები ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი თანამედროვე ეპოქაში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობაზე, ცრურწმენაზე, შეცდომებზე და ა.შ. საუბრობენ.
„მოახდინეთ პროდუქტის დივერსიფიკაცია - თუკი წარმატებული ხართ, თქვენი ნამოქმედარის
კოპირებას ყველა მოისურვებს. ასეა ცხოვრება მოწყობილი. თუმცა არსებობს მიმბაძველთაგან
თავის დაცვის შესანიშნავი საშუალება – თავად გახდეთ საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის
განუყოფელი ნაწილი. იმაში, რასაც ყიდით, ჩადეთ აზროვნების უნიკალური სტილი. დაუმატეთ პროდუქტს ისეთი რამ, რაც სხვებს არ აქვთ“, - ეს არის ერთ-ერთი რჩევა წიგნის ავტორების მხრიდან.
(იყიდეთ - წიგნი. იხილეთ - ელ.ვერსია. იხილეთ - წიგნი)