”დარიალში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ სერიოზულია”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დარიალში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ სერიოზულია.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული ციფრები ცნობილი არ არის.

"სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საბოლოო ციფრი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზარალი საკმაოდ სერიოზულია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

17 მაისს დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილება ამ დრომდე შეჩერებულია.

ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობი ამ დრომდე გრძელდება.