"ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს"

ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ინიციატივის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრას შეეხება.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფრაქცია „ქართულ ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჯოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს.