მეიდანზე, 13 და 14 ივლისს, 15:00 საათიდან პირველად გამოიფინება და გაიყიდება, სპეციალურად შექმნილი საკოლექციო/ტურისტული/სასაჩუქრე ღვინის შეფუთვები.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დაააგემოვნონ 10 საუკეთესო ღვინო და შეიძინონ სპეციალურ ფასად.
პროექტს „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ პალიტრა მედია ჰოლდინგი და allwine.ge ახორციელებს. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, შესაბამისად, ის რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, უცხოელებს კი შესაძლებლობას მისცემს, საუკეთესო ქართული ღვინოები აღმოაჩინონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა.
პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ სწორედ მეიდანზე დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
პროექტში ჩაერთვნენ საქართველოში არსებული ღვინის კომპანიები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ღვინოები დეგუსტაციისთვის. ინტერესი ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ბრმა დეგუსტაცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა სწორედ ბრმა დეგუსტაციით გამოავლინა რჩეული კომპანიების 10 საუკეთესო ღვინო, რომლის ერთი ნაწილი − 5 ბოთლი −ერთ შეფუთვაშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე 5 ღვინო − მეორე შეფუთვაში.