მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 214.9 მლნ ლარი შეადგინა.ამის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 49.7 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 165.2 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 22.7 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 20.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, მაისში 9.5 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7.7 მლნ ლარი იყო.