ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება

პროექტზე, რომლის საერთო ღირებულება 927 073.65 ლარია, 80 ადამიანია დასაქმებული.

ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მოსახლეობას ივნისის ბოლოდან მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

პრემიერის გამარტებით, ერთ თვეში ამ ქალაქის მოსახლეობას წყლის პრობლემა აღარ ექნება. ღარიბაშვილის შეფასებით, წყალმომარაგების ელემენტარული ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას.

ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტზე, რომლის საერთო ღირებულება 927 073.65 ლარია, 80 ადამიანია დასაქმებული.