საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სვეტიცხოველში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა.კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა შეფასება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით სთხოვეს, ასევე დაინტერესდნენ, გააგრძელებდა თუ არა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საჯარო აქტივობას.
„რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.