გოგონების მხრიდან განათლებაზე ხელმიუწვდომლობა სერიოზულ დარტყმას აყენებს მსოფლიო ეკონომიკას და ქვეყნები კარგავენ 15-დან 30 ტრილიონამდე დოლარის შემოსავალს გაშვებული შესაძლებლობის გამო, გაზარდონ შრომითი მწარმოებლობა და შემოსავლები ქალების ნაწილში.ამის შესახებ „მსოფლიო ბანკის“ მიმოხილვაში "Missed Opportunites: The High Cost of Not Educating Girls" წერია.
ანგარიშის თანახმად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ გოგონათა 2/3 დაბალ დონეზე ასრულებს დაწყებით სკოლებს, არასრულ საშუალო განათლებას იღებს 30%.
ამასთან, ქალებს სრული საშუალო განათლებით აქვთ მეტი შანსი დასაქმების და ორჯერ მეტს გამოიმუშავებენ იმათზე, რომლებსაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ.
მსოფლიო ბანკის ზოგადი განათლების სოციალურ-ეკონომიკურ უპირატესობასაც უსვამს ხაზს. როგორც კვლევაში წერია, ასეთ გოგონებთან უფრო ნაკლებია ოჯახში ძალადობა, მათი კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური დონე ჯამში მაღალია. საზოგადოებისთვის კი ჯამში სარგებელის მომტანი იქნება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიმშილის დამარცხება, ბავშვთა ქორწინებაზე უარის თქმა და მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირება ისეთ ქვეყნებში, სადაც ის ძალიან მაღალია.
დღეისათვის მსოფლიოში 132 მილიონი გოგონაა 6-დან 17 წლამდე, რომლებიც სკოლაში არ დადიან. მსოფლიო ბანკმა 2016 წლიდან დღემდე გოგონათა განათლებისთვის 3,2 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა.
კოკა კვირკველია