როგორი იქნება სასტუმრო „მწვანე ხაზი ბათუმი“ (+ფოტო)

ბათუმში, მწვანე კონცხზე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ოქტომბერში გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანიის" ხელმძღვანელმა როინ ბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმროს მართვაში ადგილობრივი კომპანია „მწვანე ხაზი ბათუმი“ იქნება და მისი სახელწოდებაც იგივე დარჩება.

bpn

„სასტუმროს მართვაში „მწვანე ხაზი ბათუმი“ იქნება და სახელწოდებაც იგივე დარჩება.

გახსნა იგეგმება შემოდგომაზე, ოქტომბერში , თუმცა ზუსტ თარიღს ჯერ ავერ გეტყვით“,-აცხადებს როინ ბერიძე.

bpn

სასტუმრო, რომელიც ზღვიდან 300 მეტრში მდებარეობს, 15-სართულიანია და 96 ნომერისგან შედგება.

როინ ბერიძის ინფორმაციით, სასტუმროში ასევე განთავსდება სხვადასხვა გასართობი ადგილები - რესტორანი, კაფე-ბარი, საცურაო აუზი, სოლარიუმი, სპა და ფიტნეს ცენტრი.

bpnრაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ნაწილს, როგორც ბერიძე აცხადებს, 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნინი ქეთელაური