პრემიერი - უსამართლო რეჟიმის კარგი მაგალითია ფარმაცია

"მე რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება გავაკეთე, რომელიც უახლოეს მომავალში შემოვა, სადაც ნათელი იყო ძალიან უსამართლო რეჟიმები. ამის კარგი მაგალითი გახლავთ მაგალითად ფარმაცია, სადაც იმპორტირებულ პროდუქციაზე, ფაქტობრივად, დღგ-ს გადასახადი განულებული იყო, მაშინ როცა ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში უწევდა დღგ-ს გადახდა,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ასეთი პრეცედენტები ვაჭრობის სფეროში არსებობს, რაც ძალიან მოკლე ვადებში დაკორექტირებას საჭიროებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი პრეცედენტები ვაჭრობაში და რა თქმა უნდა, ამ თემას სჭირდება დაკორექტირება. ამას აუცილებლად გავაკეთებთ და გავაკეთებთ ძალიან მოკლე ვადებში,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.