2018 წლის პირველ ნახევარში ჩინეთის მშპ 6,8%-ით გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლით 6,8%-ით არის გაზრდილი, ამ პერიოდის განმავლობაში მოცულობამ 41,896 ტრილიონი იუანი (6,54 ტრილიონი დოლარი) შეადგინა.ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.

როგორც ცნობილია 2017 წლამდე ჩინეთში მშპ-ს ზრდის ტემპი შენელებული იყო. 2010 წელს ის 10,4% იყო, 2011-ში 9,2%, 2012-ში 7,8%, 2013 წლის მონაცემებში კიდევ უფრო ნაკლები 7,7%, 2014-ში 7,3% 2015-ში კი 6,9%. კლების ტენდენცია გაგრძელდა 2016-შიც და მან 6,7% შეადგინა, ხოლო 2017-დან ზრდა დაიწყო და 6,9%-ს მიაღწია.

კოკა კვირკველია