ბულგარეთმა "სამხრეთის ნაკადის" გაზსადენის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

ბულგარეთის მთავრობის თავმჯდომარე პლამენ ორეშარსკიმ დღეიდან რუსული გაზსადენის "სამხრეთის ნაკადის" მშენებლობის სამუშაოების შეჩერების განკარგულება გასცა.

ამის შესახებ "ინტერფაქსი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

ორეშარსკის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმოქმედებს, ვიდრე ამ საკითხზე განხილვები არ დასრულდება ევროკომისიაში, სადაც მიიჩნევენ, რომ პროექტი ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს არ შეესაბამება.

გასულ კვირას ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბულგარეთს მოუწოდა, "სამხრეთის ნაკადის" პროექტის რეალიზაცია შეაჩეროს მისი კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო.