ლიეტუველი ჟურნალისტები მოგზაურებს აჭარაში სტუმრობას ურჩევენ

აჭა­რა­ში დას­ვე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ მოგ­ზა­უ­რებს ლი­ე­ტუ­ვას რე­ი­ტინ­გუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.“თბი­ლი ზღვა, უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნუ­მენ­ტე­ბი, ულა­მა­ზე­სი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი და შე­უ­და­რე­ბე­ლი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო“ - ასე იწყებს სტა­ტი­ას ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა “Alkas.lt”, რო­მე­ლიც მკი­თხველს სტა­ტი­ას­თან ერ­თად აჭა­რა­ში მოგ­ზუ­რო­ბი­სას გა­და­ღე­ბულ სი­უ­ჟეტ­სა და ულა­მა­ზეს ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს.

ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მის მსგავ­სად აჭა­რის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს ვრცელ სი­უ­ჟე­ტებს უთ­მო­ბენ ლი­ე­ტუ­ვას რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი „Rytas TV” და „LNK TV“. სი­უ­ჟე­ტებ­ში სა­უ­ბა­რია აჭა­რის ზღვის­პი­რა კუ­რორტ ბა­თუმ­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­ში თა­ვი­სი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ე­ბე­ბით, ბუ­ნე­ბით, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით.

bpn

„ბა­თუ­მი ლი­ე­ტუ­ველ ტუ­რის­ტებს ელო­დე­ბა“- ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას კი­დევ ერთი ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა „Lietuvos zinios”. „თუ თქვენ ზა­ფხულ­ში ხე­ტი­ალს გა­და­წყვეტთ არ ინა­ნებთ არ­ჩე­ვანს თუ შე­ა­ჩე­რებთ ბა­თუმ­ზე - შავი ზღვის მარ­გა­ლიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხან­ში შე­სუ­ლე­ბი მას თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩენთ შეც­ვლილ­სა და გა­ლა­მა­ზე­ბულს, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი ეს ქა­ლა­ქი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია“ სა­უ­ბა­რია სტა­ტი­ა­ში.

ლი­ე­ტუ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რე­გი­ონს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით ივ­ნის­ში სტუმ­რობ­დნენ. აჭა­რის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გარ­და რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ლი­ე­ტუ­ვა­ში გარე და ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მით, ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე აჭა­რის წარ­მო­ჩე­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

bpn

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი:

Alkas.lt - https://goo.gl/hFzPpk ; Rytas Tv - https://goo.gl/rjrQc2

LNK TV - https://goo.gl/2pzNmr ; Lietuvos zinios - https://goo.gl/EeCG3h