„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ - ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი პროექტი იწყება

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით ახალი პროექტი იწყება, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალთა მხარდაჭერით მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.როგორც „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ იუწყებიან, პროექტი 2018-2019 წლებში განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 50 ქალი ბენეფიციარი შეირჩევა. მათი ინფრომაციით, მონაწილეები გადამზადდებიან და ცოდნის ასამაღლებლად შესაბამის ტრენინგებს გაივლიან.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოს, შიდა კომისიის მიერ შერჩეული 25 ბენეფიციარი ბიზნესის გასაფართოებლად გრანტს მიიღებს.

„კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები: ბიზნესის დამფუძნებელი (გადაწყვეტილებების მიმღები) უნდა იყოს ქალი; ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო რეესტრში; ბიზნესი უნდა იყოს მოქმედი (წარმოსადგენია უახლესი დეკლარაცია საგადასახადოდან); რეგიონი: იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა ; პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესს, რომელიც ახლოსაა ტერიტორიულად ოკუპირებულ ტერიტორიასთან;

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროეტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უკვე შეირჩა 25 ბენეფიციარი. მეორე გუნდის შესაქმნელად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრძელებს იმ ქალების მოძიებას, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მართავს ბიზნესს და თავისი საქმიანობის განვითარებისთვის სწავლა და ახალი უნარების შეძენა სურთ,” - ნათქვამია „ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციაში.