სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.„საქსტატის“ ცნობით, გასულ წელს ექსპორტმა 2 735.5 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით, 97 მლნ დოლარით არის შემცირებული თხილის ექსპორტი. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით გასულ წელს ახალი ან ხმელი თხილის ექსპორტმა 82.4 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი - 179.4 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში შესაბამისად, 183.4 და 176.2 მლნ ლარის მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, წინა წელს საქართველოდან ექპორტზე 15 136.9 ტონა ახალი ან ხმელი თხილი; 2016 წელს კი - 27 108.4 ტონა გავიდა. ცნობისთვის, 2015 წელს ეს ციფრი - 19 335.2 ტონა; 2014 წელს კი - 19 900.3 ტონა იყო.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს 224.4 ათასი დოლარის ღირებულების 31.2 ტონა ახალი ან ხმელი კაკლისა და 609.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 104.3 ტონა ახალი ან ხმელი წაბლისა და ფისტას ექსპორტი განხორციელდა.