შენი ერთ-ერთი მიზანი, როგორც ეს ჯარში გაწვევის პოსტერზე წერია, ეს უნდა გახდეს: „იყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“, - ამის შესახებ ბრაიან თრეისი საკუთარ წიგნში „მიზნები“ წერს.მისივე აზრით, ბაზარი საუკეთესო ჯილდოებს მხოლოდ საუცხოოდ მუშაობისთვის იძლევა. საშუალო დონის ჯილდოები გაიცემა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული შრომის შესრულებისთვის, ხოლო საშუალოზე დაბალი დონის შედეგებისთვის ადამიანები საშუალოზე დაბალ ჯილდოებს, წარუმატებლობას, მარცხს და იმედგაცრუებას იღებენ.
„ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში შენს შემოსავალს სამი ფაქტორი განსაზღვრავს:
1. რას აკეთებ
2. რამდენად კარგად აკეთებ
3. რამდენად რთულია შენი შეცვლა
ყველაზე წარმატებული ადამიანების ერთი საერთო თვისება ისაა, რომ კარიერის რაღაც ეტაპზე გადაწყვეიტეს, „სრულყოფილებისთვის თავგანწირვით ებრძოლათ“. მათ მოინდომეს, რომ არჩეულ მიმართულებაში საუკეთესოები გამხდარიყვნენ და რა დროც უნდა დაჭირვებოდათ, ამისთვის ნებისმიერი მსხვერპლი გაეღოთ, ნებისმიერი ფასი გადაეხადათ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ისინი საშუალო დონის შემსრულებლებს გამოეყვნენ და იმ საშემოსავლო კატეგორიაში გადავიდნენ, სადაც ახლა სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და ათჯერ მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი კოლეგები, რომელთაც მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ“, - აღნიშნულია წიგნში.