კონკურენციის სააგენტოში შპს ,,სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარე მოკვლევა დასრულდა.საკითხის შესწავლის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ სადავო პერიოდში, მოპასუხე კომპანიების მხრიდან, კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.
სააგენტოს ცნობით, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა.
„მიღებული რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგს: 1. შემსყიდველი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლების მიზნით სატენდერო პირობების და ბაზრის კვლევის მეთოდიკის დანერგვას/სრულყოფას; 2. საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას, რათა შემსყიდველ ორგანიზაციებს დაევალოთ ბაზრის კვლევის დოკუმენტის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში, ტენდერის გამოცხადებისას,“-ნათქვამია განცხადებაში.