Fuckup Nights Tbilisi გრძელდება!

ზოგ­ჯერ სა­უ­კე­თე­სო ის­ტო­რი­ე­ბი, არას­წო­რი გა­და­წყვტი­ლე­ბე­ბით იწყე­ბა!20 ივ­ლისს, 19:00 სა­ათ­ზე ფაბ­რი­კას სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცე­ში სტარტს აი­ღებს რი­გით მე­ო­თხე Fuckup Nights Tbilisi, რო­გორც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სპი­კე­რე­ბით და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მარ­ცხის ის­ტო­რი­ე­ბით. Fuckup Nights არის გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რია, სა­დაც 4 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­ცხის ის­ტო­რი­ას ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას უზი­ა­რებს. Impact Hub Tbilisi, Tbilisi Startup Bureau-სთან ერ­თად უკვე მე­ო­თხედ მას­პინ­ძლობ­ს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

„ვცდი­ლობთ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­ცხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ და და­ვა­ნა­ხოთ ყვე­ლას, რომ მარ­ცხი ცოდ­ნის ნა­წი­ლი და ღი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რო­მელ­ზეც ღირს ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი. Fuckup Nights-ის მოძ­რა­ო­ბა 6 წლის წინ მექ­სი­კა­ში და­ი­წყო და­ვა­მა­ყობთ, რომ დღეს უკვე მსოფ­ლი­ოს 252 ქა­ლაქს თბი­ლი­სიც შე­უ­ერ­თდა. გვი­ხა­რია, რომ ეს ინო­ვა­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა“ - აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

Fuckup Nights Tbilisi vol.4-ის სპი­კე­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ და­ნებ­დნენ, ის­წავ­ლეს, გა­აგ­რძე­ლეს მოძ­რა­ო­ბა, გან­ვი­თარ­დნენ და მზად არი­ან სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებს გა­უ­ზი­ა­რონ! თბი­ლი­სის მე­ო­თხე Fuckup Nights -ის მომხსე­ნებ­ლე­ბი არი­ან:

· ეკა ყი­ფი­ა­ნი - მეტ­როს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი

· გი­ორ­გი პო­პი­აშ­ვი­ლი - ჯი­პას ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

· ზვი­ად აი­წუ­რა­ძე - ფინ­ტექ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი

· ირაკ­ლი არ­ჯე­ვა­ნი­ძე -ibccs Georgia-ს რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­თვის, მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის...ღო­ნის­ძი­ე­ბა არის ყვე­ლას­თვის, ვი­საც სურს ის­წავ­ლოს სხვის შეც­დო­მებ­ზე და დრო გა­ა­ტა­როს კარგ გა­რე­მო­ში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. „სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა გო­ნივ­რუ­ლია, სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი.“

გე­ლო­დე­ბით, 20 ივ­ლისს, 19:00 სა­ათ­ზე, ფაბ­რი­კა­ში (ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის ქუჩა #8) ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ბისზ­ნეს ის­ტო­რი­ე­ბის მო­სას­მე­ნად.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი: Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika,

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, TaxifyGeorgia, Wolt, Kedari Ventures, ლურ­ჯი ოკე­ა­ნე / Blue Ocean წარ­მა­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, Urban Garden, Cavea Cinemas და adjaranet.com.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­დი­ა­პარტნი­ო­რე­ბი:Entrepreneur Georgia, bpn.ge • ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი და რა­დი­ო­შო­კო­ლა­დი.

FB ივენ­თი: https://www.facebook.com/events/1861029067532850/#sharethefailure

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია:

· Eventer.ge

· Tkt.ge

· Biletebi.ge

იჩ­ქა­რეთ, ად­გი­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია!