Danske Bank-მა ის ვალუტები დაასახელა, რომლებიც აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომით ყველაზე მეტად იზარალებენ

აშშ-სა და ჩინეთს შორის პოტენციური სავაჭრო ომი ყველაზე დიდ დარტყმას სკანდინავიის ქვეყნების ვალუტებს მიაყენებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Danske Bank-ის ანალიტიკოსები წერენ.

„სავაჭრო ომში მოწყვლადები არიან სკანდინავიური ვალუტები (დანიური და შვედური კრონები). ეს ძირითადად იმიტომ, რომ ისინი არიან პატარა ღია ეკონომიკები, დანია კი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული მსოფლიო აქტივობებზე სავაჭრო გადაზიდვების სფეროში“, - განაცხადა ბანკის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა იენს ნერვი პეტერსონმა.

მისი განცხადებით, ასევე მოწყვლადია შვეიცარიული ფრანკი, რომელსაც ასევე მცირე და ღია ეკონომიკა აქვს, ასევე ის დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის ეკონომიკაზე. დანიური ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, ნაწილობრივ მოწყვლადია უნგრული ფორნიტიც, ვინაიდან ეს ქვეყანა მეტალების ფასზე არის მეტად დამოკიდებული.

ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე ნაკლებად დაზარალდება ამერიკული დოლარი და ჩინური იუანი, ამის მიზეზი კი დიდი ეკონომიკა და ნაკლები ღიაობაა. ასევე ნაკლები დამოკიდებულება მეტალების ფასზე. მათივე აზრით, ასევე სიმყარის დემონსტრირებას მოახდნენ ბრიტანული ფუნტი და ევრო.

კოკა კვირკველია