"ელიტ ელექტრონიქსი" ახალი კონცეფციის მაღაზიას გახსნის

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია 10 ივნისს, 13:00 საათზე, ქავთარაძის ქ. #1-ში, "გუდვილის" წინ გაიმართება.

როგორც "ელიტ ელექტრონიქსში" ამბობენ, მაღაზია 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართს მოიცავს, სადაც საბავშვო სივრცე და კაფეტერიაა წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, მხოლოდ სამი დღით, მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: "ბოშის" მაცივარი 250 ლარიანი ფასდაკლებით-  999 ლარად, "ჰიუნდაის" კონდიციონერები 4 წლიანი გარანტიით 549 ლარად და ერთი მეტრი დიაგონალის "ჰიტაჩის" ტელევიზორი 659 ლარად.