სახლი კემბრიჯში, სადაც 1990-2012 წლებში მეცნიერი სტივენ ჰოკინგი ცხოვრობდა, გასაყიდად გამოიტანეს.
სამოთახიანი ბინის საწყისი ფასი 665 000 ფუნტი სტერლინგი ღირს. ბინაში არის მისაღები ოთახი, სამზარეულო, 2 სააბაზანო ოთახი და ტერასა. მეცნიერის ბინა კომპლექს Pinehurst South-ში მდებარეობს.
აღნიშნულ სახლში სტივენ ჰოკინგი 1990 წელს მის მეორე ცოლთან ერთად დასახლდა. გარდაცვალებამდე 6 წლით ადრე კი ის სახლი დატოვა.