დიდ დიღომში, გუდვილის ტერიტორიაზე განთავსებულ პრესის დახლზე 16:00 საათზე ორ ლარად შეძენილი ოქროს საწმისის მომენტალური გათამაშების ლატარიის ბილეთით გელა დიდებაშვილმა 20 000 ლარი მოიგო! - ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს ეროვნული ლატარია ავრცელებს.
"ნუ გაუშვებ შანსს ხელიდან მომენტალურად გახდე 20 ან 50 000 ლარის მფლობელი, საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალური გათამაშების ბარათები: ,,ოქროს საწმისი’’, ,,შვიდიანი’’ და ,,ფარაონი’’ შენს რიგს ელოდებიან.
მოგება შეუძლია ყველას! საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ წარმატებას",- ნათქვამია ლატარიის განცხადებაში.