ევროპა რბილ მონეტარულ პოლიტიკაზე გადადის

გასულ კვირას ევრო დოლართან მიმართებაში კვლავ აგრძელებდა დაღმავალი ტრენდის განვითარებას.

ყველასთვის მოულოდნელად ინფლაციის მაჩვენებელმა რეგიონში კვლავ დაიკლო და წლის მონაცემის მიხედვით, შეადგინა 0,5%. შეიძლება ითქვას, რომ ევროპას ჯერ კიდევ უჭირს დაარეგულიროს ინფლაციის დონე და აიყვანოს იგი წლიურ 2 %-იან დონემდე, რომელიც ეკონომიკის ნორმალურ განვითარებას ნიშნავს.

ვითარების რეგულირებისთვის განხორციელდა არაორდინალური ზომები - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო პროცენტი დაწია ისტორიულ 0,15%-იან მინიმუმამდე. ასევე პირველად ბანკის ისტორიაში, სადეპოზიტო პროცენტმა შეადგინა - 0,1%. ანუ ამიერიდან, ცენტრალური ბანკი, კომერციულ ბანკებს ფულის შენახვისათვის 0,1%-ს გამოართმევს. ეს განხორციელდა იმისთვის, რომ ბანკებმა აღარ გადაინახონ თანხები ”შავი დღისათვის”, არამედ მოახდინონ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დაფინანსება.

შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ეკონომიკის მხარდასაჭერად ბანკი თავის არსენალში არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას აპირებს. წინასწარი მონაცემით. ევროზონის საერთო შიდა პროდუქტი 2014 წელს მოიმატებს 1%-ით, ხოლო 2015-2016 წლისთვის მატება 1,8%-მდე იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, იგი კვლავ დაბალი იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და მოიმატებს მხოლოდ ერთ პროცენტამდე. ფაქტობრივად,  ევროპა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკიდან უკვე გადავიდა რბილ მონეტარულ პოლიტიკაზე.

ამის პარალერულად რუსეთში სურათი საპირისპიროდ ვითარდება. ბოლო მონაცემის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 0,9 პროცენტით მოიმატა წინა მაჩვენებელთან შედარებით და ინფლაციის დონემ საერთო ჯამში 7,6 პროცენტი აჩვენა. ფასები სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე საშუალოდ, 3,1 და 3,8 პროცენტით გაიზარდა.

იზრდება სამომხმარებლო კალათა. წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდამ შეადგინა 13,1 პროცენტი, რამაც ფულადი ფორმით შეადგინა 3 ათას 235 რუბლი. ასეთი ტენდენციის შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მარტის თვიდან ორჯერ აწია საპროცენტო განაკვეთი და ამჟამად საბაზისო პროცენტი შეადგენს 7,5 პროცენტს.

აღნიშნულის ფონზე კი რუსული რუბლი აგრძელებს დასუსტებას დოლართან მიმართებაში და ამჟამად ვაჭრობა 35 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ

http://www.admiralmarkets.ge/