აშშ უკრაინას 48 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 48 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ამის შესახებ კიევში ვიზიტით ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა,  ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.

ამასთან, როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ მხარს უჭერს უკრაინის დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკურ განვითარებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"როიტერის" ინფორმაციით კი, აშშ ფინანსურ დახმარებას გაუწევს მოლდოვასაც და ამ მიზნით დამატებით 8 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ამასთან, ცნობილია ისიც, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას დაჰპირდა.