წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 450-მა  მოქალაქემ მოითხოვა

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა მაისთან შედარებით ისევ გაიზარდა.BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის მაისში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 176-მა ადამიანმა მოითხოვა, ივნისში ეს რიცხვი 187-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკას, BAMF-ის ინფორმაციით 6 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 450-მა მოქალაქემ მოითხოვა, (იანვარ-მაისში 2 263) რაც მთლიანი მაჩვენებლის 3%-ს შეადგენს.

ამასთან, 6 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი 81 765-მა უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 21 587 იყო სირიის მოქალაქე; 8 259 - ერაყის მოქალაქე; 5 734 - ნიგერიის მოქალაქე. ათეულში ასევე შედიან ავღანეთი - 5 138 მოქალაქე; ირანის ისლამური რესპუბლიკა - 4 283 მოქალაქე; თურქეთი - 4 089 მოქალაქე; სომალი - 2 912 მოქალაქე და ა.შ.