რუსეთში საქართველოდან შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს

„როსპოტრებნადზორი“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს ატარებს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, რაც დადგენილია მომხმარებლთა უფლებების დაცვის სფეროში ტექნიკური რეგლამენტით და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

„როსპოტრებნადზორში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, საერთო ჯამში 16 ათასი ლიტრის მოცულობისაა და რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

„პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ადგილი ჰქონდა წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებს, როგორც მწარმოებლების, ასევე საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. რუსეთის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი გაძლიერდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.