დასახლებული ადგილები საქართველოში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია (+ინფოგრაფიკა)

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. დედაქალაქის გარდა, ახალი მშენებლობები ბევრს რეგიონში მიმდინარეობს.„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა დაჯდება ერთი საშუალო ზომის, დაახლოებით 60 კმ2 ფართის ბინა ან სახლი ქვეყნის სხვადასხვა დასახლებულ ადგილას. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების ღირებულება გასანკუთრებით მაღალია საკურორტო ზონაში.

წარმოგიდგენთ საქართველოში 8 დასახლებულ პუნქტს (დედაქალაქის გარდა), სადაც უძრავი ქონება (real estate) ყველაზე ძვირი ღირს. ფასები მოცემულია უძრავი ქონების სააგენტო ss.ge მონაცემებზე დაყრდნობით.

მთელ საქართველოში უძრავი ქონების ფასის მიხედვით, ყველაზე ძვირი კურორტ გუდაურსა და ბაკურიანშია. ეს ადგილები დამსვენებლებისთვის ყველა სეზონზე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. რაც შეეხება ფასებს, 1 მ2 ფასი საშუალოდ 3000 ლარს შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით, გუდაურსა და ბაკურიანში 60 მ2 უძრავი ქონების შეძენისთვის 180 ათასი ლარი დაგჭირდებათ.

ფასის მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარის ცენტრი ბათუმი. ზღვისპირა კურორტზე 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 2300 ლარს შეადგენს. რაც შეეხება 60 მ2 ბინის ფასს, საშუალოდ 138 ათასი ლარია.

საქართველოს ასევე ცნობილი და პოპულარულ კურორტ ბორჯომში უძრავი ქონების ფასი 1250 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ მინერალური წყლებით ცნობილ კურორტზე 60 მ2 სახლის შეძენა საშუალოდ 75 ლარი დაგიჯდებათ.

ზუგდიდში უძრავი ქონების ფასი 1 მ2 1150 ლარს შეადგენს. ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. რაც შეეხება 60 მ2 უძრავი ქონების ფასს, 69 ათას ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში მდებარე ქალაქი რუსთავი თბილისთან ახლოს მდებარეობს. 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 1000 ლარია. რაც შეეხება 60 მ2 ბინის შეძენას, დაახლოებით 60 ათასი ლარია.

იმერეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრ ქუთაისში 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 900 ლარია. 60 მ2 უძრავი ქონების შეძენისთვის კი 54 ათასი ლარი დაგჭირდებათ.

კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრ თელავში 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 800 ლარია. 60 მ2 უძრავი ქონების შეძენისთვის კი 48 ათასი ლარი დაგჭირდებათ.

bpn

ლიკა ამირაშვილი