ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემები საქართველოსკენ მოემართებიან

Van Oord-ის ჯგუფი საქართველოში - საზღვაო სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაიწყო.

ანაკლიის პორტის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოსთვის Van Oord-ის გემები საერთაშორისო პორტებიდან უკვე საქართველოსკენ გამოემართნენ. მსოფლიოში წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანიის გემები საზღვაო მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკას ჩამოიტანენ. გემები საქართველოში უახლოეს დღეებში იქნებიან. ისინი დატვირთულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომელიც დიდი რაოდენობით ქვიშის გადატანაზე სპეციალიზდება.

bpn

მალევე, ანაკლიის სანაპიროზე შემოვა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც ფსკერის დაღრმავების და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების და ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს.

საზღვაო სამუშაოებისთვის ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ანაკლიას Van Oord-ის ჯგუფი ესტუმრა, რომელმაც პროექტის მენეჯერის, იაპ ბრუინსმას ხელმძღვანელობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან ერთად მოსამზადებელი გეგმა შეიმუშავა.

bpn

„მობილიზაცია დავიწყეთ. გემები საქართველოში მოემართებიან როტერდამიდან და დუბაიდან და მათ მალევე მოჰყვება დიდი დამაღრმავებელი. გემები დატვირთულია თანამედროვე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომლებსაც 2.5 კილომეტრის სიგრძეზე ზღვიდან ხმელეთამდე განვათავსებთ. ამის შემდეგ კი მივიღებთ გემს, რომელიც Van Oord-ის კუთვნილი უდიდესი დამაღრმავებელი გემია. გვეამაყება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ნაწილი ვართ და ერთად ვმუშაობთ მისი განვითარებისთვის“, - განაცხადაVan Oord-ის პროექტის ხელმძღვანელმა იან ბრუინსმამ.

საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები ანაკლიაში 2018 წლის აგვისტოში იწყება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერშიგამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.