დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება

ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნია. ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც უვი­ზო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და, ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად.თა­ნაც, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა, ეს არც ისე ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

სა­ბერ­ძნე­თი, თურ­ქე­თი, ეგ­ვიპ­ტე, ჩე­ხე­თი - ეს ქვეყ­ნე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სტუმ­რო­ბენ შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. და­ვინ­ტე­რეს­დით, და­ახ­ლო­ე­ბით რა და­გიჯ­დე­ბათ ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში. ფა­სე­ბი booking.com-ის და რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოვ­თვა­ლეთ.

AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ 1000-2 500 ლა­რამ­დე დაგ­ჭირ­დე­ბათ. ამ ფას­ში კი თით­ქმის ყვე­ლა სერ­ვი­სია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბი სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა და უმ­ჯო­ბე­სია სა­ზა­ფხუ­ლო თა­და­რი­გი ზამ­თარ­ში და­ი­ჭი­როთ - ამ დროს შე­საძ­ლოა ბი­ლე­თის ყიდ­ვა ნა­ხე­ვარ ფას­შიც შეძ­ლოთ.

ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ პრა­ღა­ში ერთი კვი­რის გა­ტა­რე­ბა, ორ პერ­სო­ნა­ზე გათ­ვლილ ნო­მერ­ში ერთ ადა­მი­ანს 220 ევრო ანუ 630 ლა­რამ­დე და­უჯ­დე­ბა. ამ ფას­ში შე­დის სა­უზ­მეც. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან პრა­ღა­ში გაფ­რე­ნი­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 310 ლა­რია.

თურ­ქეთ­ში, ალა­ნი­ას 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 180 ლარი ღირს, შე­სა­ბა­მი­სად 1 კვი­რით დარ­ჩე­ნა 1260 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. რა თქმა უნდა, აქ კვე­ბა­ცაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ალა­ნი­ა­ში სა­შუ­ა­ლო დო­ნის სას­ტუმ­როს და­ჯაშვნა დღე-ღა­მე­ში 100 ლა­რა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ან­ტა­ლი­ა­ში 4 და 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს ფასი კი ერთი ღა­მით 300-400 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, ფას­ში კვე­ბაც შე­დის. ან­ტა­ლი­ა­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ორ­მხრი­ვი ბი­ლე­თი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან კი 750 ლარი და­გიჯ­დე­ბათ.

ხმელ­თა­შუა ზღვის ულა­მა­ზეს კუნ­ძულ კრე­ტა­ზე, 4-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი ღამე და­ახ­ლო­ე­ბით 360 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. 3-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნის ფასი 200 ლა­რამ­დეა. ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით 370 ევრო ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ლა­რია.

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კრე­ტა­ზე დას­ვე­ნე­ბას 6 ღა­მით სა­შუ­ა­ლო დო­ნის სას­ტუმ­რო­ში 2 300 ლა­რად სთა­ვა­ზო­ბენ. ფას­ში შე­დის სას­ტუმ­რო, ორ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ავი­ბი­ლე­თე­ბი, სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა და ტრანსფე­რი. 

კითხვის    გაგრძელება