სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში, მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 22 ივლისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.