Ford-ი 550 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი გადაცემათა კოლოფში ხარვეზის გამო ჩდრილოეთ ამერიკის ბაზრიდან დაახლოებით 550 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს.გაწვევა ეხება 2013-2016 წელს გამოშვებულ სედანებს Ford Fusion და 2013-2014 წლის კროსოვერებს Ford Escape. ამ ავტომობილების უმეტესობის რეალიზება აშშ-ს ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაცემათა კოლოფში ფიქსირდება კაბელის უკმარისობა, რომლის გამოც შესაძლოა, გადამრთველისგან მოხდეს კაბელის განცალკევება. ასეთ დროს კი შესაძლოა, არ ამუშავდეს პარკირების სისტემა და ავტომობილი დაგორდეს.

კომპანია დეფექტის გამოსწორებას უფასოდ გეგმავს. ავტოგიგანტისთვის ამ დროისთვის უცნობია ტრავმული შემთხვევის შესახებ, რომელიც შეეძლო ამ დეფექტს გამოეწვია.

შეგახსენებთ, ცოტა უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ Ford-ი ჩრდილოეთ ამერიკაში კარებებზე დეფექტის გამო დაახლოებით 1,3 მილიონ ავტომობილს იწვევდა.