FCA Group-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კონგლომერატის Fiat Chrysler Automobiles-ის ხელმძღვანელი მაიკ მენლი გახდა. ამის მიზეზი კი სერჯიო მარკიონეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

როგორც უცხოური პრესა წერს, 66 წლის მარკიონეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ის ვერ შეძლებს იმუშავოს აღნიშნულ პოსტზე, რომელიც 2004 წლიდან უკავია. სერჯიო მარკიონე Fiat-ის ხელმძღვანელი 2004 წლიდან იყო, ხოლო 2011 წლიდან ხელმძრვანელობდა FCA Group-ს, მას შემდეგ, რაც Fiat-ისა და Chrysler-ის შერწყმა მოხდა.

რაც შეეხება მაიკ მენლის, ის Daimler-Chrysler-ში 2000 წელს მოვიდა და 2009 წლიდან Jeep-ს ხელმძღვანელობს. მის დაქვემდებარებაშია ასევე კომპანია Ram-იც.

The FCA Group-მა ამ დღეებში წარმოადგინა 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ფოკუსირება ხდება კონგლომერატში შემავალ ისეთ ბრენდებზე როგორებიცაა: Alfa Romeo, Maserati, Jeep და Ram.

კოკა კვირკველია