„ირანი აშშ-ზე მასიური კიბერშეტევისთვის მზადაა“

ირანმა ყველა საჭირო კომპიუტერული ინფრასტრუქტურა მოამზადა, რათა აშშ-ის სხვადასხვა სისტემებზე იერიში განახორციელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ამერიკის ხელისუფელბაში არსებულ მაღალი თანამდებობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი იფნორმაციით, ირანი მზადაა მსგავსი შეტევები განახორციელოს ამერიკის კერძო და საჯარო ინფრასტრუქტურაზე და მათ შორის ევროპაზეც კი. თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით არ დასტურდება, რომ ამის განხორციელება იგეგმება უახლოეს მომავალში. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი აძლიერებს თავდაცვით მექანიზმებს კიბერთავდასხმებისგან, აფრთხილებს მოკავშირეებს და ასევე სწავლობს რეაგირების გზებს - აღნიშნავს არხი.

მისი წყაროები ამტკიცებენ, რომ ყველაზე აგრესიულად კიბერსივრცეში რუსეთი იქცევა, თუმცა ირანი ამ შემთხვევაში ამზადებს კიბერთავდასხმებს ამერიკის ჰიდროსისტემებზე, და ასევე აშშ-ის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ტექნოლოგიურ კორპორაციებზე.

კოკა კვირკველია