საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აშშ-ს მოუწოდებს უარი თქვას რკინასა და ალუმინზე გადასახადის დაწესებისგან, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ვნებს.
ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა დიდი ოცეულის სამიტის დაწყების წინ გამოცემა France Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლე მერი ბუენოს აირესში მის ამერიკელ კოლეგას სტივენ მნუჩინს უნდა შეხვდეს.
„ამ სავაჭრო ომში იქნებიან მხოლოდ დამარცხებულები. ის დააზიანებს სამუშაო ადგილებს და დამანგრეველად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს გონებრივი გადაწყვეტილების მიღებისკენ, მრავალმხრივი წესების დაცვისკენ და პარტნიორების ინტერესების პატივისცემისკენ“ - აცახდებს მინისტრი.
ფრანგმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიო ვაჭრობა ვერ დაეფუძნება ჯუნგლების კანონს და არ უნდა მიიღონ სიტუაცია, სადაც ევროპელები იტანჯებიან ამერიკული ტარიფების გამო“ - დასძინა მან.
კოკა კვირკველია