რა ღირს ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებზე სასტუმროებში ღამის გათევა?

ალბათ, არაერთხელ წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ იმის შესახებ თუ როგორ კვდება ოკუპირებულ აფხაზეთში ტურიზმი, ასევე ნახავდით საბჭოთა პერიოდის სანატორიუმის ფოტოებსაც, რომელთა მიმართ ინტერესი არც ადგილობრივებს და არც ტურისტებს აღარ აქვთ.Allnews.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა ღირს სასტუმროში ღამის გათევა აფხაზეთის კურორტებზე. გთავაზობთ 5 ქალაქში ყველაზე დაბალფასიან სასტუმროებში ერთი ღამის ფასს.

გაგრა

სასტუმრო "ივაში" ერთი ნომრის ფასი ორი ადამიანისთვის 46 ლარიდან იწყება. მომსახურებაში შედის უფასო WiFi, ხოლო კვების უზრუნველყოფა სასტუმროში ან მის გარეთ თავად მოგიწევთ. როგორც Booking.com-ზე მითითებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველა საჭირო ნივთთან ერთად, ოთახი აღჭურვილია ტელევიზორითა და მაცივრით. გარდა ამისა, სასტუმროში დასვენების შემთხვევაში ველოსიპედითა და მიმდებარედ სათევზაო ტერიტორიით სარგებლობაა შესაძლებელი.

სასტუმრო Мандариновый сад-ში ერთი ნომრის ფასი 50 ლარია. როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მომსახურებაში შედის კეთილმოწყობილი ოთახები უფასო Wifi-ით. თუ ბარბექიუს მოწყობა გსურთ, სასტუმროს ეზოში ამისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. აღნიშნული ტერიტორია ასევე მოიცავს ბაღს. ოთახების აივნები კი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს.

სასტუმრო Reprua - ორი ადამიანისთვის ერთი ღამის გატარების ღირებულება აქ 65 ლარია. როგორც სასტუმროს შესახებ მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმრო სანაპიროდან ერთი წუთის სავალზე მდებარეობს. ოთახში კი სტუმარს შეუძლია უფასო WiFi-თა და საკაბელო მაუწყებლობით ისარგებლოს. კვების საკითხი აქაც სტუმრებმა უნდა მოაგვარონ.

სოხუმი

Hotel Alaku - სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 67 ლარია და ზღვის ნაპირამდე 4 წუთის სავალზე მდებარეობს. როგორც აღწერილობაში ვკითხულობთ, ფასში კვება არ არის გათვალისწინებული, თუმცა ჩამოთვლილი სასტუმროების მსგავსად ძირითადი სერვისებით სტუმარს სარგებლობა აქაც შეუძლია.

Hotel Viva Maria - სასტუმროში ერთი ნომრის ფასი 73 ლარია. Booking.com-ზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ღია საცურაო აუზსა და რესტორანს მოიცავს და აქედან ზღვამდე ფეხით 5 წუთში იქნებით.

Olimp Hotel - სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ღირებულება ამ დროისთვის 96 ლარია. ფასში საუზმე არ შედის. როგორ Booking.com-ზე მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე მოხვედრას ფეხით 15 წუთი ესაჭიროება, ბოტანიკურ ბაღამდე კი 10 წუთი.

ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ სასტუმროში ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებაც შესაძლებელია.

ბიჭვინთა

Hotel Viktoria – Booking.com-ზე დაყრდნობით, სასტუმროში ერთი ღამის გატარების ღირებულება ორი ადამიანისთვის ამჟამად 38 ლარიდან იწყება. ბიჭვინთაში მდებარე ეს სასტუმრო მომსახურებაში უფასო WiFi-ს ითვალისწინებს, დანარჩენი თავად უნდა უზრუნველყოთ.

Турбаза на Агрба 32/1 а - ამ სასტუმროში ერთ ღამეს ორი ადამიანი 46 ლარად გაატარებს, ისარგებლებს უფასო WiFi-თა და მიმდებარედ მდებარე „ლაუნჯ ბარით.“ სასტუმროს აივნებიდან იშლება მთების ხედები, სანაპირომდე ჩასასვლელად კი 12 წუთი დაგჭირდებათ. იხილეთ სრულად