კუბის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ მიგელ დიას კანელმა განაცხადა, რომ ნახევარი საუკუნის წინ კუბის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სავაჭრო-ეკონომიკური ემბარგო რჩება მთავარ წინაღობად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.მან ეს ემბარგო დინოზავრს შეადარა.
„ჩვენი განვითარებისთვის მთავარ წინაღობას წარმოადგენს ბლოკადა, რომელიც ჯერ კიდევ აქაა, როგორც დინოზავრი მონტეროსო“, - განაცხადა მან ეროვნული ასამბლეის დახურვის სესიაზე.
„დინოზავრ მონტეროსოზე“ საუბრისას დიას კანელს მხედველობაში ჰქონდა გვატემალელი მწერლის აუგუსტო მონტეროსოს მოთხრობა „დინოზავრი“, რომელიც 1959 წელს გამოქვეყნდა. ეს მოთხრობა ლიტერატურაში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მოკლე მოთხრობად და იკითხება ასე: „როცა მან გაიღვიძა, დინოზავრი ჯერ კიდევ იქ იყო“.
შეგახსენებთ, აპრილში დიას კანელმა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე რაულ კასტრო შეცვალა.
კოკა კვირკველია