აშშ-ს საკუთარ პრიორიტეტად მიაჩნია სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების პრინციპი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების რეალიზებაში, ასევე სავაჭრო საკითხების გადაჭრაში ევროკავშირთან და ჩინეთთან- ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ბუენოს აირესში გამართული G20-ის ფინანსთა მინისტრების სამიტის შედეგების შეჯამებისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშშ-ს სურს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა - იქნება ეს NAFTA-ს მოლაპარაკებები, რომლებიც ძალიან მოძველდა, თუ ევროკავშირთან, რომელთანაც მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს და რომელიც იცავს თავის ბაზრებს, თუ ჩინეთი, სადაც ჩვენ ტექნოლოგიურ საკითხებს განვიხილავთ“, - განაცხადა მნუჩინმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ სრულიად ეთანხმება მშვიდობიან სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიოში, მაგრამ ის უნდა იყოს სამართლიანი და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით.
ამ უქმეებზე ბუენოს აირესში დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების სამიტი გაიმართა, სადაც მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პორცესებზე იმსჯელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკამ კიდევ ერთხელ დააყენა საკუთარი ინტერესების დაცვის შესახებ საკითხი.
კოკა კვირკველია