ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოიშალა, რის შედეგად 4 მუშა დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოთხივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.