Google -ის მიხედვით დონალდ ტრამპი „იდიოტია“

არის აშშ-ის პრეზიდენტი იდიოტი? ნამდვილად ასე ფიქრობს Google Images საძიებო სისტემა. როცა მომხმარებლები ფოტოები ძიებაში წერენ ინგლისურად "idiot" საძიებო მექანიზმი ასობით დონალდ ტრამპის ფოტოს აგდებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ამ შეტევის ავტორები არიან ონლაინ აქტივისტები, რომლებმაც ტრამპის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. ისინი უკმაყოფილონი არიან ამერიკის პრეზიდენტის საიმიგრაციო და სხვადასხვა სახის პოლიტიკით. მათ Google's-ის ალგორითმის მანიპულირებით მიაღწიეს, რომ ამ სიტყვას მიებას ტრამპის ფოტო.

ეს კამპანია სოციალურ ქსელ Reddit-ის მომხმარებლებმა დაიწყეს და მათ Google-ის ალგორითმი შედეგის მისაღწევად წარმატებით გამოიყენეს.

ტრამპის შემთხვევა პირველი არ არის. შეგახსენებთ,  2004 წელს საძიებო სისტემაში "Jew" -ს ჩაწერის შემთხვევაში ცხვირაპრეხილი კარიკატურის გამოსახულება ხტებოდა, ხოლო 2009 წელს "Michelle Obama"-ს ჩაწერისას - პირველი ლედის მაიმუნის მაგვარი ფოტოები.

კოკა კვირკველია