საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროდან გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.ცნობილი ხდება, რომ პროკურატურის დაინტერესების საგანს ის დოკუმენტაციაც წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ ტექდათვალიერებას და შვეიცარიულ კომპანიას - SGS-ს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ეს კომპანია რეფორმის დანერგვის პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. როგორც თავად ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო, ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი: ეს არის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება; მეორე - ავარიებისა და აქედან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენცია; მესამე - ქვეყანაში მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირება.
საქართველოს მასშტაბით, 40 ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ცენტრი აკრედიტაციას გადის და მოწმობა 4 წლის ვადით გაიცემა. იმ პირობით, რომ მან ყოველი წლის თავზე უნდა გაიაროს გეგმიური მონიტორინგი, შეფასდეს და შეფასების საფასურიც უნდა გადაიხადოს. ეს საფასური მთავრობის დადგენილების თანახმად განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ქვეყანაში რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს. ამათგან, უშუალოდ ინსპექტირების ცენტრების შენობის, აღჭურვილობისა და პერსონალის შესახებ კრიტერიუმებს ადგენს ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრისა და პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ანგარიში შვეიცარიულმა კომპანია SGS-მაც წარმოადგინა, რომელიც კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის დანერგვის მიზნით.
რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით მოქმედ, აკრედიტირებულ ინსპექტირების ცენტრებს, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. შპს "ცეზარიონი"
2. შპს ''გივა"
3. შპს „დაჯი“
4. შპს „დარე“
5. შპს თეკლათი-ტესტი
6. შპს ტრანს ჯგუფი
7. შპს აუტოტესტ გეორგია
8. შპს „გიომოტორსი“
9. სს ტრანსსერვისი
10. შპს "ტესტერი"
11. შპს ქვიქტესტი
12. შპს ავტოტესტცენტრი
13. შპს როლსი
14. შპს "სერვის ტრანსი"
15. შპს ''ფორტაქს გრუპ“
16. შპს "ლუკა"
17. შპს ''ტესტ სერვისი"
18. შპს "ტრანსჯორჯია
19. შპს "ავტო ტესტირება"
20. შპს "ტრანსიმერი"
21. შპს „დათუნია“
22. შპს ,,თოგენი"
23. შპს "ბაკო 2009"
24. შპს "დიაგნოსტიკა აჭარა"
25. შპს "საჭე"
26. შპს “რომა მოტორსი“
27. შპს "ჭაპანი 120"
28. შპს "გიომ-1"-ს
29. შპს "მესხეთი"
30. შპს "რამინა"
31. შპს "ჯეა"
32. შპს ''გურჯაანის ავტოსატრანსპორტო საწარმო"
33. შპს ''ავტოჩეკ"
34. შპს ''რუსთავის ტექ. ინპექტიების ცენტრი"
35. შპს ''ალილე"
36. შპს "მტკვარი 77"
37. შპს "ბოლნისის ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრი"
38. შპს "ვის"
39. შპს "ტექ 2017"
40. შპს ''ტტ მოტორსი"