მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის დონე ვენესუელაში მიმდინარე წლის ბოლომდე 1 000 000%-ს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია.
„აღნიშნული სიტუაცია მოწმობს, რომ ვენესუელაში დღეს არის ანალოგიური სიტუაცია, როგორიც იყო გერმანიაში 1923 წელს ან ზიმბაბვეში 2000-იან წლებში“ - წერია დოკუმენტში.
ფონდი ხაზს უსვამს, რომ ვენესუელა ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისშია და მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს დაახლოებით 18%-ით შემცირდება. ამასთან, ორგანიზაციის პროგნოზით ვენესუელას ეკონომიკა 2019 წელს კიდევ 5%-ით დაიკლებს.
დღესათვის მსოფლიო ინფლაციის რეიტინგში ვენესუელა 13 865%-ით პირველ ადგილზეა, მეორეა სუდანი - 43,5%-იანი დონით.
კოკა კვირკველია