ბუნებრივი აირის საკითხებზე უკრაინა-რუსეთი-ევროკავშირის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

უკრაინა-რუსეთი-ევროკავშირის ფორმატში გამართული შეხვედრა ბუნებრივი აირის საკითხების მოგვარების თაობაზე უშედეგოდ დასრულდა.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, გიუნტერ ეტინგერის განცხადებით, მოლაპარაკებებისას მხარეებმა გაზზე დაწესებული ფასის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დღეს ან ხვალ კვლავ განახლდება.

უკრაინა-რუსეთ-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ბრიუსელში 7 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამასთან, უშედეგოდ დასრულდა უკრაინა-რუსეთ-ევროკავშირს შორის 2 ივნისს ბრიუსელში გამართული შეხვედრაც.