ზოგიერთი ტიპის საწვავი კიდევ გაძვირდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ზოგიერთი ტიპის საწვავი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა ზოგიერთი ტიპის საწვავზე 2-5 თეთრით მოიმატა.როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ტიპის საწვავი გაძვირდა „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.51 ლარია, მაშინ როცა 9 ივლისის მდგომარეობით, 2.48 ლარი ღირდა; 3 თეთრით არის მომატებული 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი და 2.41 ღირს; „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.58 ლარიდან 2.61 ლარამდე გაძვირდა; „ევრო დიზელისა“ და დიზელის ფასი კი არ შეცვლილა და შესაბამისად, 2.48 ლარი 2.38 ლარი ღირს.

9 ივლისის შემდეგ ფასები შეიცვალა "გალფის" ავტოგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.47 ლარია, მაშინ როცა 9 ივლისის მდგომარეობით, მისი 2.44 ლარი იყო; 3 თეთრით არის გაძვირებული „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.42 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2.34 ლარიდან 2.37 ლარამდე გაიზარდა; ხოლო „სუპერის“, „ევრო დიზელისა“ და დიზელის საწვავზე ფასები არ შეცვლილა. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, „ევრო დიზელი“ - 2.49 ლარი; დიზელი - 2.44 ლარი; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი - 2.58 ლარი ღირს.

რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, 9 ივლისის შემდეგ „ლუკოილის“, „ვისოლისა“ და „რომპეტროლის“ სადგურებზე ფასები არ შეცვლილა.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე „პრემიუმ ავანგარდი“ 2.41 ლარი, „ევრო რეგულარი“ 2.29 ლარი; „ევრო დიზელი“ 2.39 ლარი ღირს. „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი კი კვლავ 2.53 ლარი ღირს.

„ვისოლის“ სადგურებზე „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 2.55 ლარია; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ - 2.45 ლარი; „დიზელ ენერჯის“ ფასი კი - 2.44 ლარს შეადგენს. „ეკო სუპერისა“ და „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავი კი შესაბამისად, 2.65 ლარი და 2.54 ლარი ღირს.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.55 ლარია; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.45 ლარი ღირს; „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.50 ლარი; 1 ლიტრი „ევრო დიზელის" კი 2.44 ლარია; „სუპერის“ ღირებულება კი 2.65 ლარს შეადგენს.