ტრამპმა ევროკავშირს სავაჭრო დაპირისპირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის ხელისუფლებას შესთავაზა ორივე მხარემ უარი თქვან საბაჟო ტარიფებზე, სავაჭრო ბარიერებზე და სუბსიდიებზე. აღნიშნულის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„ევროკავშირის წარმომადგენლები 25 ივლისს მოდიან ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ სავაჭრო შეთანხმება. მე მაქვს იდეა ყველასთვის. აშშ-მაც და ევროკავშირმაც გავაუქმოთ ყველა გადასახადი, ბარიერები და სუბსიდიები“- დაწერა ტრამპმა.

მისი აზრით, ასეთი ზომები მოიტანს თავისუფალ ბაზარსა და სამართლიან ვაჭრობას. „ვიმედოვნებ, ისინი ამას იზამენ, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ისინი ამაზე არ წამოვლენ“ - წერს დონალდ ტრამპი.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტი დღეს ვაშინგტონში გამართავს შეხვედრებს ევროკომისიის პრეზიდენტ ჯან კლოდ იუნკერთან. ექსპერტების აზრით, ეს არის ბოლო შანსი, რათა არ დაიწყოს მსხვილმასშტაბიანი სავაჭრო ომი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის.

კოკა კვირკველია