სემეკმა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „საჩხერეგაზს“ და „ენერგოკავშირს“ ახალი ტარიფები დაუდგინა

სემეკმა სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სს „საჩხერეგაზს“ და სს „ენერგოკავშირს“ ახალი ტარიფები დაუდგინა.

მათივე ცნობით, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სს „საჩხერეგაზის“ და სს „ენერგოკავშირის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფების დადგენა საჯარო სხდომაზე მოხდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და სს „საჩხერეგაზის“ ახალი ტარიფები ძალაში შევა 2018 წლის პირველი აგვისტოდან და 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს, ხოლო სს „ენერგოკავშირის“ ახალი ტარიფები - 2018 წლის 27 ივლისიდან და 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

„სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა - 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია - 16.301 თეთრი/მ3. ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა - 53.023 თეთრით/მ3 (დღგ-ის ჩათვლით). სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ განაწილების არეალია ქ. თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები. სს „საჩხერეგაზის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა - 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია - 14.965 თეთრი/მ3.

ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა - 51.447 თეთრით/მ3 (დღგ-ის ჩათვლით). სს „საჩხერეგაზის“ განაწილების არეალია ქ. საჩხერე და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები. სს „ენერგოკავშირის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა - 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია - 13.337 თეთრი/მ3. ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა - 49.526 თეთრით/მ3 (დღგ-ის ჩათვლით). სს „ენერგოკავშირის“ განაწილების არეალს წარმოადგენს ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, სს ენერგოკავშირის საყოფაცხოვრებო ტარიფი აქამდე იყო 50.500 თეთრი/მ3-ზე, ახალი ტარიფია 49.526 თეთრი/მ3/ზე,  სხვაობაა -0.974 ლარი ; სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას ტარიფი იყო 53.000 თეთრი/მ3-ზე,  გახდა 53.023 თეთრი/მ3-ზე,  სხვაობაა +0.023 ლარი; სს საჩხერეგაზის ტარიფი იყო 43.999 თეთრი/მ3-ზე, გახდა 51.477 თეთრი/მ3-ზე,  სხვაობაა +7.448 თეთრი.